საჩემპიონო ვარიანტები

AutoSharing Option
სეზონის ბოლო რბოლის წინ ჩემპიონობის მაძიებელთა რიცხვი ოთხამდე დავიდა. კვირას, აბუ დაბის გრან-პრიზე ახალი ჩემპიონის ვინაობას შევიტყობთ, მანამდე კი ტრადიციულად განვიხილოთ ვარიანტები, რომელთა მიხედვითაც ამ ოთხეულის წევრებს ტიტულის გაფორმების შანსი ექნებათ (ქულათა თანაფარდობის შემთხვევაში გათვალისწინებულია პირველი, მეორე, მესამე და მეოთხე ადგილების რაოდენობები)...

1. ფერნანდო ალონსო ჩემპიონი გახდება თუ:
- ფინიშზე პირველი ან მეორე მივა;
- მესამე ან მეოთხე იქნება და ამასთან, მარკ უებერი ვერ მოგებს რბოლას;
- მეხუთე ადგილზე გავა და უებერი და სებესტიან ფეტელი კი ვერ მოიგებენ რბოლას;
-
მეექვსე მივა ფინიშთან, ხოლო უებერი მესამე ადგილზე ზემოთ ვერ ავა და ფეტელი ვერ მოიგებს რბოლას;
- მეშვიდე ან მერვე ადგილზე გავა, ამასთან უებერი სამეულში ვერ შევა, ფედერი კი ვერ მოიგებს ეტაპს;
- მეცხრე პოზიციაზე აღმოჩნდება და თან უებერი მეხუთე ადგილს, ხოლო ფეტელი - მესამე ადგილს ვერ აცდება;
- მეათე მივა ფინიშთან და ამასთან, უებერი ხუთეულში ვერ შევა, ფეტელი კი მესამე ადგილზე ზემოთ ვერ აიწევს;
- ვერ მოხვდება ქულათა ზონაში ან გავარდება რბოლიდან, უებერი კი ხუთეულში ვერ შევა, ფეტელი - სამეულში, ხოლო ლუის
ჰემილტონი ვერ მოიგებს რბოლას.

2. მარკ უებერი გახდება ჩემპიონი თუ:
- მოიგებს რბოლას და ამასთან, ალონსო მესამე ადგილზე ზემოთ ვერ აიწევს;
- მეორე ადგილს დაიკავებს, ხოლო ალონსო ხუთეულში ვერ შევა, ფეტელი კი ვერ მოიგებს რბოლას.
- მესამე მივა ფინიშთან, ალონსო ექვსეულის მიღმა აღმოჩნდება, ფეტელი კი ვერ მოიგებს რბოლას;
- მეოთხე ადგილზე გავა, ალონსო მეცხრე ადგილზე ვერ გავა, ფეტელი ვერ მოიგებს რბოლას;
- მეხუთე ადგილზე გავა, ალონსო პირველ რვა პილოტს შორის ვერ შევა, ფეტელი ვერ გაცდება მეორე ადგილს.

3. სებასტიან ფეტელი ჩემპიონი გახდება თუ:
- მოიგებს რბოლას, ალონსო კი მეხუთე ადგილზე ზემოთ ვერ აიწევს;
- მეორე მივა ფინიშთან, ამასთან ალონსო მეცხრე ადგილს ვერ გაცდება, უებერი - მეხუთე ადგილს.
4. ლუის ჰემილტონი ჩემპიონი გახდება თუ:
- მოიგებს რბოლას, ალონსო ქულებს ვერ დააგროვებს, უებერი ხუთეულში ვერ შევა, ფეტელი მესამე ადგილს ვერ გაცდება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული