ფორმულა 1: "მაკლარენმა" ფარ-ხმალი დაყარა

AutoSharing Option
ბრიტანულ საჯინიბო "მაკლარენში" დარწმუნებულნი არიან, რომ ის შეცდომები, რომელიც გუნდმა წლევანდელ ბოლიდზე მუშაობისას დაუშვა, აღარ განმეორდება, რადგან უოკინგის ბაზაზე გადაწყვიტეს, ყველა რესურსი მიმართონ მომავალი სეზონის მანქანის შესაქმნელად, - იტყობინება ჟურნალი Autosport.

"მაკლარენი" წელს ძალიან ცუდად გამოდის და იმის გათვალისწინებით, რომ არაფერი მოასწავებს MP4-28-ის სიჩქარის სერიოზულად გაზრდას, ბრიტანელებმა გადაწყვიტეს, შეაჩერონ წლევანდელი ბოლიდის გაძლიერებაზე მუშაობა.

გუნდი იწყებს მომავალი წლის შასიზე მუშაობას იმ იმედით, რომ ამ საკითხზე ადრეული ზრუნვა გუნდს თავის კონკურენტებზე უპირატესობას მისცემს. ამ მომენტისთვის, სხვა საჯინიბოები კვლავაც აქტიურად მუშაობენ წლევანდელი ბოლიდების
გაუმჯობესებაზე.

* * *
ავტოსპორტის საერთაშორისო ფედერაციამ ოფიციალურად გამოაცხადა, რომ ამიერიდან ტელევიზიებისა და რადიოსადგურების წარმომადგენლებს აეკრძალებათ სარბოლო უქმეების ნებისმიერი სესიის დროს პიტლეინზე ყოფნა.

ფედერაციამ ამგვარი მკაცრი წესი გერმანიის გრანპრიზე მომხდარი ინციდენტის შემდეგ შემოიღო, რომლის დროსაც დაზარალდა "რედ ბულის" ბოქსებთან ახლოს მყოფი ოპერატორი.

უქმეების ანონსი
მომავალ სარბოლო უქმეებზე მთავარი მოვლენა მოტოგრანპრიში მსოფლიოს ჩემპიონატის ეტაპია, რომელსაც გერმანიის ზახსენრინგი უმასპინძლებს. ეტაპის მონაწილეებს მოუწევთ სხვადასხვა სირთულის ამოცანების გადაწყვეტა.

ვალენტინო როსი, რომელმაც მოიგო ეტაპი ჰოლანდიის ასენში, შეეცდება დაამტკიცოს, რომ მისი წარმატება შემთხვევითი არ ყოფილა. ზახსენრინგზე მოგებათა სერიის გაგრძელება სურს დანი პედროსას და თუ ამას მოახერხებს, მაშინ შედგება რეაბილიტაცია არცთუ ისე წარმატებული გასული უქმეებისთვის...

ცალკე აღნიშვნის თემაა მოქმედი ჩემპიონი ხორხე ლორენსო, რომლის ფიზიკური მდგომარეობის შესახებ არაფერია ცნობილი. თუმცა ბუკმეიკერებს მიაჩნიათ, რომ ხორხეს პოდიუმზე ასვლის შანსი აქვს.

მოტოგრანპრი

გერმანიის გრანპრი
ჩატარების ადგილი: ზახსენრინგი (გერმანია)
წრის სიგრძე: 3.671 კმ
წრის რეკორდი: 1:21,846 (დანი პედროსა, 2011)

საერთო ჩათვლა
1. პედროსა (Honda) - 136 ქულა
2. ლორენსო (Yamaha) - 127
3. მარკესი (Honda) - 113
4. კრატჩლოუ (Yamaha) - 87
5. როსი (Yamaha) - 85
6. დოვიციოზო (Ducati) - 65
7. ბრადლი (Honda) - 51
8. ჰეიდენი (Ducati) - 50

უქმეების განრიგი
12 ივნისი, 11:55 - I პრაქტიკა
12 ივნისი, 16:05 - II პრაქტიკა
13 ივნისი, 11:55 - III პრაქტიკა
12 ივნისი, 16:10 - კვალიფიკაცია
14 ივნისი, 17:00 - რბოლა

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
დევიდ კულტჰარდი: "ფერარი" ფერნანდო ალონსოს დაკარგავს
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული