მომავალი რბოლის პოპულარობა გასაგებია - აბუ დაბიში მსოფლიოს 2010 წლის ჩემპიონის ვინაობა გაირკვევა. პირველად ფორმულა 1-ის ისტორიაში, ბოლო ეტაპის წინ ტიტულზე პრეტენზიას ერთბაშად ოთხი პილოტი აცხადებს - ფერნანდო ალონსო, მარკ უებერი, სებასტიან ფეტელი და ლუის ჰემილტონი.
"სამი სხვადახვა გუნდის ოთხი პილოტი იბრძოლებს ტიტულის მოსაპოვებლად. ასეთი რამ არასოდეს მომხდარა, - განაცხადა "მაკლარენის" შეფმა
აბუ დაბის რბოლა პირველად 2009 წელს გაიმართა. შარშანაც ეს ეტაპი ასრულებდა ჩემპიონატს და ტრიბუნებზე სრული ანშლაგი დაფიქსირდა. "მოხარულები ვართ, რომ ზედიზედ მეორე წელია ყველა ბილეთი გაყიდულია, - განაცხადა ტრასის აღმასრულებელმა დირექტორმა რიჩარდ კრიგანმა. - ვფიქრობ, ეს იქნება საოცრად დაძაბული სეზონის ღირსეული დასასრული. ვამაყობ იმით, რომ ფინალური ეტაპი სწორედ აქ გაიმართება და ჩვენი მაყურებელი იხილავს მსოფლიოს 2010 წლის ჩემპიონის დაჯილდოებას".