ამ გუნდის ბაზაზე ფომენკო პრესტიჟული საერთაშორისო ავტორბოლებისთვის რუსული გუნდის შექმნას აპირებს, რომელიც 2011 წლიდან Marussia Virgin Racing -ის სახელწოდებას მიიღებს. გარიგების პირობები არ ხმაურდება. ცნობილია, რომ Marussia-მ მოიპოვა Virgin Racing აქციების დიდი ნაწილი, რომელიც შარშან ბრიტანულმა საინვესტიციო კომპანია LDC-მა შეიძინა. ბიზნესგამოცემების ინფორმაციით, მაშინ LDC-მ კომპანიაში დაახლოებით 10 მილიონი ფუნტი (16 მილიონი დოლარი) ჩადო.
”გვინდა დასავლურ სამყაროს დავანახოთ, რომ
გასულ კვირას საინფორმაციო სააგენტოებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ პუტინი პირადად მართავდა ”ფორმულა-1”-ის ბოლიდს და ლენინგრადის მხარის სპეციალურ ტრასაზე 240 კმ/სთ სიჩქარით მიქროდა.
გასულ კვირას ”ფორმულა-1-ის” ხელმძღვანელმა ბერნი ეკლსტოუნმა წლევანდელ დებიუტანტებს ჩემპიონატის სირცხვილი უწოდა. თუმცა რუს ინვესტორებს ეს არ აფრთხობს, მათი თქმით, დებიუტანტებს სამი-ოთხი წელი სჭირდებათ, რათა შედეგი აჩვენონ. შედეგის მიღწევას Marussia Virgin Racing -ის მფლობელები სწორედ რუსეთის პირველ გრან-პრიზე, სოჭში გეგმავენ.
Marussia-ს ერთერთი მფლობელის ანდრეი ჩეგლაკოვის თქმით, კომპანია სპორტული მანქანების ევროპულ ბაზარზე კონკურენციას Ferrari-ს, Aston Martin-ისა და Porsche-ს გაუწევს. რუსები 2013 ან 2014 წლიდან წელიწადში 2 ათასი ავტომობილის გაყიდვას გეგმავენ, რომლის 20 პროცენტის რეალიზებას რუსეთში იმედოვნებენ.
Virgin Racing-ის ახალი მფლობელები პილოტებთან ტიმო გლოკსა და ლუკას დი გრასისთან მოქმედი კონტრაქტის გაწყვეტას არ აპირებენ.
მომზადებულია bbc.co.uk-ის მიხედვით