სატესტო სესიის საუკეთესო დრო ფეტელმა აჩვენა

AutoSharing Option
აბუ დაბის გრან პრის სატესტო სესიის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე გაწვიმდა, თუმცა ერთი საათის შემდეგ ასფალტი მთლიანად გაშრა და ყველა მრბოლელმა შედეგი მშრალ ტრასაზე აჩვენა.

ფორმულა 1-ის გუნდ "რედ ბულის" პილოტმა სებასტიან ფეტელმა აბუ დაბის გრან პრის პირველ სატესტო სესიაში საუკეთესო დრო აჩვენა. გერმანელმა იას მარინის ტრასაზე წრე 1:42,760-ში გაიარა.

უახლოესი მდევარი, ლუის ჰემილტონი "მაკლარენიდან", ფეტელს 0.609 წამით ჩამორჩა. მესამე დრო "მაკლარენის" მეორე პილოტმა ჯენსონ ბატონმა აჩვენა, რომელიც ლიდერს წამით ჩამორჩა. მეოთხე ადგილზე "რედ ბულის" პილოტი მარკ უებერი აღმოჩნდა, რომელიც ბატონს რამდენიმე მეასედი
წამით ჩამორჩა.

მეხუთე დროის ჩვენება რობერტ კუბიცამ მოახერხა "რენოდან". მსოფლიოს ჩემპიონატის ლიდერი, "ფერარის" პილოტი ფერნანდო ალონსო მეექვსე ადგილზე აღმოჩნდა. მეშვიდეზე მიხაელ შუმახერი გავიდა ("მერსედესი"), მერვეზე - კამუი კობიასი ("ზაუბერი").

შემდეგი ადგილები ნიკო როსბერგმა, ნიკ ჰაიდელფელდმა და ფელიპე მასამ დაიკავეს. რუსმა ვიტალი პეტროვმა ("რენო") 12-ე შედეგი აჩვენა და ფეტელს 2.685 წამით ჩამორჩა.







 

 

 

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული