დანიელ რიკარდო "რედ ბულში"!

AutoSharing Option
ჯერჯერობით ოფიციალურად დადასტურებული არ არის, მაგრამ გერმანული "ბილდის" ინფორმაციით, 2014 წელს "რედ ბულში" გერმანელი სებასტიან ფეტელის პარტნიორი იქნება 24 წლის ავსტრალიელი დანიელ რიკარდო.

"ტორო როსოს" ამჟამინდელი პილოტი ავსტრიულ საჯინიბოში შეცვლის თანამემამულე მარკ უებერს, რომელიც სეზონის ბოლოს ტოვებს ფორმულა 1-ს.

ამჟამად ფიჯიზე დასასვენებლად მყოფმა გუნდის მფლობელმა დიტრიხ მატეშიცმა დაადასტურა რიკარდოსთან კონტრაქტი, მაგრამ "რედ ბულის" კონსულტანტმა ჰელმუტ მარკომ თავი შეიკავა კომენტარისგან.

"ბელგიის გრანპრის უქმეებამდე ჩვენ არანაირ განცხადებას არ გავაკეთებთ. სხვას ვერაფერს დავამატებ", - განაცხადა მარკომ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული