კიმი რაიკონენი "რედ ბულში" არ იქნება

AutoSharing Option
რამდენიმე დღის წინ გერმანულ პრესაში გაჩნდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ "რედ ბულმა" მომავალი სეზონისთვის მარკ უებერის შემცვლელად "ტორო როსოს" პილოტი დანიელ რიკარდო აირჩია და მასთან უკვე გააფორმა კონტრაქტი.

19 აგვისტოს კი კიმი რაიკონენის მენეჯერმა სტივ რობერტსონმა დაადასტურა, რომ ფინელი პილოტი აღარ აწარმოებს მოლაპარაკებას "რედ ბულთან" ამ გუნდში გადასვლის თაობაზე.

"რედ ბულთან" მოლაპარაკებები წარუმატებლად დასრულდა და რამდენიმე დღის წინ მხარეებმა შეწყვიტეს დიალოგი", - განაცხადა რობერტსონმა ფინურ გაზეთ Turun Sanomat-თან ინტერვიუში.

ამასთან, მენეჯერი ამბობს, რომ რაიკონენი 99.99 პროცენტით დარჩება მომავალ სეზონში ფორმულა
1-ში, მაგრამ ჯერჯერობით კონტრაქტი არც ერთ გუნდთან არ აქვს გაფორმებული.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული