მიუხედავად ამისა, ფინელი კვლავაც საუკეთესო სამეულშია გასწრების სპეციალისტებს შორის: წელს მის ანგარიშზე 36 წარმატებული მანევრი მოდის.
მარტო ბელგიაში შესრულებული წარმატებული გასწრებებით, მან ოთხი მოწინააღმდეგე ჩამოიცილა.
ანალოგიური სტატისტიკით შეუძლიათ დაიკვეხნონ ჟან-ერიკ ვერნმა, დანიელ რიკარდომ და ადრიან სუტილმა.
ერთით მეტი გასწრება ჰქონდა სპაზე ფელიპე მასას და ის 2013 წლის რეიტინგში მეორე ადგილზე იმყოფება: ბრაზილიელის ანგარიშზე 40 გასწრება მოდის.
ავსტრალიელის ლიდერობა იმით აიხსნება, რომ წელს ის ხშირად ხვდება პელოტონის შუაში, რის შემდეგაც მანქანის შესაძლებლობები და საკუთარი გამოცდილება და ოსტატობა აძლევს წინსვლის საშუალებას. იგივე შეიძლება ითქვას კიმი რაიკონენზე, რომელიც, როგორც წესი, ცუდად ატარებს კვალიფიკაციებს და შემდეგ რბოლებში უწევს რეაბილიტაცია.
სრულიად საპირისპირო სიტუაციაა სებასტიან ფეტელთან მიმართებაში: კვალიფიკაციის შემდეგ ის ან პოულიდან, ან პირველი ხაზიდან იღებს სტარტს და არ სჭირდება მეტოქეების უკან ჩამოტოვება.
გერმანელი ამ რეიტინგში მხოლოდ მე-16-მე-17 ადგილებს იყოფს ესტებან გუტიერესთან.
ფინური გაზეთის, Turun Sanomat-ის მიერ შედგენილი რეიტინგი ასე გამოიყურება:
1. მარკ უებერი - 41; 2. ფელიპე მასა - 40; 3. კიმი რაიკონენი - 36; 4. ფერნანდო ალონსო - 32; 5. ლუის ჰემილტონი - 29; 6. ჟან-ერიკ ვერნი - 28; 7. ნიკო ჰიულკენბერგი - 27; 8. რომენ გროსჟანი - 25; 9-10. პოლ დი რესტა - 24; დანიელ რიკარდო - 24; 11. ადრიან სუტილი - 23; 12. ვალტერი ბოტასი - 22; 13. სერხიო პერესი - 18; 14-15. შარლ პიკი - 17; ნიკო როსბერგი - 17; 16-17. ესტებან გუტიერესი - 16; სებასტიან ფეტელი - 16; 18. ჯენსონ ბატონი - 15; 19. პასტორ მალდონადო - 14; 20. გიდო ვან დერ გარდე - 8; 21. მაქს ჩილტონი - 6; 22. ჟიულ ბიანკი - 4.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"