აბუ დაბიში დასრულდა საბურავების მწარმოებელი კომპანია "პირელის" პირველი ოფიციალური ტესტი. როგორც ცნობილია, მომავალი წლიდან სწორედ ეს ფირმა მიაწვდის საბურავებს ფორმულა 1-ის გუნდებს. წინა წლებში ამას კომპანია "ბრიჯსტოუნი" აკეთებდა.
გუშინდელ ტესტებში საჯინიბოების ძირითადი პილოტები იღებდნენ მონაწილეობას და მათ ორი დღის წინ ახალგაზრდა პილოტების მიერ "ბრიჯსტოუნის" საბურავებით დაფიქსირებულ შედეგებზე თითქმის ორი წამით უარესი დრო აჩვენეს.
საუკეთესო დროის ავტორი გახდა "ფერარის" პილოტი ფელიპე მასა - 1.40,170. ცნობისთვის, ახალგაზრდული ტესტების ლიდერმა დანიელ რიკარდომ "რედ ბულის" ბოლიდით წუთი და 38,102 წამი აჩვენა. ამავე მანქანით, მაგრამ
"პირელის" წარმომადგენლებმა წინასწარ გააფრთხილეს ტესტების მონაწილეები, რომ ამ ეტაპზე ისინი არ ისწრაფვიან წრეზე საუკეთესო დროისკენ.