ალონსომ ახალ ჩემპიონს არ მიულოცა

AutoSharing Option

მსოფლიოს ახალმა ჩემპიონმა სებასტიან ფეტელმა, როგორც იქნა, ჩააღწია თავის მშობლიურ ქალაქ ჰეპენჰაიმში, რომლის მთავარ მოედანზე მას 10 ათასი გულშემატკივარი დახვდა.
"არ მეგონა თუ ჩემს მისასალმებლად ამდენი ადამიანი მოვიდოდა, ამიტომაც ძალიან ამაყი ვარ, - განაცხადა სებასტიანმა ასეთი თბილი მიღების შემდეგ. - აქ უკეთესია, ვიდრე აბუ დაბიში".

ცივი ამინდის მიუხედავად, გულშემატკივრებმა შეკრება დილის შვიდი საათიდან დაიწყეს, რათა ახლოს ყოფილიყვნენ სპეციალურად მოწყობილ ტრიბუნასთან. საზეიმო ცერემონიისას წესრიგს ორასამდე პოლიციელი იცავდა.

თუ ადრე ჰეპენჰაიმი უამრავი კულტურული ძეგლითა (ოთხასზე მეტით) და ქიორლინგში საერთაშორისო ტურნირით იყო ცნობილი,

ახლა ფეტელის წყალობით მას უფრო მეტი ყურდღება გარანტირებული აქვს. ასე მოხდა თავის დროზე მიხაელ შუმახერის მშობლიური ქალაქის - კერპენის შემთხვევაში.

სხვათა შორის, ცერემონიის დროს გერმანელ პილოტს საგზაო მაჩვენებლის საინტერესო ტრაფარეტი გადასცეს - ქალაქის სახელწოდება გადახაზეს და მის ნაცვლად ახალი სახელი დაწერეს - "ფეტელჰაიმი".

თანაქალაქელებთან საუბრისას ფეტელმა ის ადამიანები ახსენა, ვისაც მისთვის ჩემპიონობა არ მიულოცავს: "დღემდე არ მიმიღია ფერნანდო ალონსოს მილოცა".

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული