ამას წინათ გუნდის ხელმძღვანელმა მარტინ უიტმარშმა ახალგაზრდა დანიელს უწოდა - "სწრაფი, როგორც ელვა". სხვათა შორის, კევინის მამა - იანი 90-იან წლებში ფორმულა 1-ის პილოტი იყო.
წელს "მაკლარენი" თავის ყველაზე უარეს სეზონს ატარებს: ჯენსონ ბატონისა და სერხიო პერესის საუკეთესო შედეგები იყო მეხუთე ადგილი ჩინეთისა და ინდოეთის გრანპრიზე. გუნდში მიაჩნიათ, რომ საქმე მხოლოდ
ბატონი მსოფლიოს ყოფილი ჩემპიონია, მაგრამ ის განსაკუთრებით კარგია იმ სიტუაციაში, როცა თავს კომფორტულად გრძნობს მანქანაში. გასულ წლებში კი ის ხშირად აგებდა ჰემილტონთან კვალიფიკაციაში, თანაც, ლუისის უპირატესობა ხანდახან ძალიან დიდი იყო.
წელს პერესი ყველანაირად ცდილობს, არ ჩამორჩეს ბატონის ტემპს - კვალიფიკაციაში ჯენსონი მინიმალური უპირატესობით იგებს: 9:8.
პერესთან კონტრაქტმა "მაკლარენს" სპონსორ Clarovideo-სგან დაახლოებით 10 მილიონი ფუნტი მოუტანა, მაგრამ ამ თანხის დიდი ნაწილი სერხიოს ხელფასზე მიდის. მაგნუსენისთვის საჭირო იქნებოდა 500 ათასი ფუნტის გადახდა, ასე რომ, ფინანსური თვალსაზრისით, მის კონტრაქტთან დაკავშირებით პრობლემა არ იქნება, მით უმეტეს, რომ 2015 წელს "მაკლარენში" "ჰონდა" უნდა მივიდეს.
საბოლოოდ, "მაკლარენში" არჩევანს პილოტთა ტემპის მიხედვით გააკეთებენ. 2007 წელს გარისკეს და აქცენტი ახალგაზრდა ლუის ჰემილტონზე გააკეთეს. ვის აირჩევენ ამჯერად?
Daily Telegraph-ისთვის მიცემულ ინტერვიუში კევინმა განაცხადა, რომ საკუთარ თავს ფორმულა 1-ისთვის მზად მიიჩნევს და ურჩევნია, "დიდ ცირკში" კარიერა პირდაპირ "მაკლარენში" დაიწყოს და არა "მარუსიაში" ან რომელიმე სხვა აუტსაიდერის რიგებში.
"მე რბოლებში მხოლოდ იმისთვის ვმონაწილეობ, რომ ჩემპიონი გავხდე და არა უბრალოდ იმისთვის, რომ მხოლოდ ფორმულა 1-ის პილოტი ვიყო. ამიტომაც მზად ვარ, გავრისკო. ვიცი, რომ უფრო მეტი შემიძლია", - ამბობს დანიელი.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"