ექვს გუნდში შეიცვალა პილოტი: "უილიამსის" საჭესთან ვალტერი ბოტასი ვიხილეთ, "ტორო როსოში" - ჟან-ერიკ ვერნი, "მერსედესში" - ნიკო როსბერგი, "ზაუბერში" - ესტებან გუტიერესი, "მარუსიაში" - მაქს ჩილტონი და "კატერჰემში" - კამუი
დილით გუნდებმა გააგრძელეს მუშაობა სისტემების საიმედოობაზე, აეროდინამიკაზე, "პირელის" ახალ საბურავებზე; დღის მეორე ნახევარი კი წრეების გრძელ სერიას დაეთმო.
თუ ხერესის ტესტებზე ტექნიკური პრობლემები "რენოს" ძრავებით აღჭურვილ ბოლიდებს ჰქონდათ, 19 თებერვალს სირთულეების წინაშე აღმოჩნდნენ ის გუნდები, რომლებიც "მერსედესის" ძალისმიერ აგრეგატს იყენებენ. დილით კევინ მაგნუსენმა "მაკლარენის" მანქანით რვა წრე გაიარა და შემდეგ დიდი ხანი აღარ დაუტოვებია ბოქსები. ნიკო როსბერგმა ორჯერ გააჩერა ტრასაზე თავისი "მერსედესი" და ტრასის მომსახურე პერსონალს წითელი დროშების აფრიალება მოუწია. კიდევ ორჯერ შეწყდა სესია "ზაუბერისა" და "ტორო როსოს" პრობლემების გამო.
საუკეთესო დრო "მაკლარენის" დებიუტანტმა კევინ მაგნუსენმა აჩვენა, რომელმაც წრეების მოკლე სერიისას, Soft-ის საბურავით წუთი და 34.190 წამი დააფიქსირა. ყველაზე გრძელი დისტანცია კი "უილიამსის" პილოტმა ვალტერი ბოტასმა გაიარა. ბაჰრეინის ტესტები 20 თებერვალს გაგრძელდება.
II დღე
1. მაგნუსენი (McLaren) 1:34.910 (46 წრე)
2. ჰიულკენბერგი (Force India) +1.535 (59)
3. ალონსო (Ferrari) +1.606 (97)
4. როსბერგი (Mercedes) +2.055 (85)
5. ბოტასი (Williams) +2.418 (116)
6. კობაიაში (Caterham) +4.945 (66)
7. ფეტელი (Red Bull) +5.430 (59)
8. ვერნი (Toro Rosso) +5.699 (58)
9. გუტიერესი (Sauber) +5.807 (55)
10. გროსჟანი (Lotus) +6.760 (18)
11. ჩილტონი (Marussia) +7.601 (17)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"