ფორმულა 1: რამდენს იღებენ ინჟინრები

AutoSharing Option
არავისთვის საიდუმლო არ არის, რომ ფორმულა 1 არა მხოლოდ ტექნიკური მიღწევების, არამედ მაღალი ხელფასების სპორტია. საინტერესოა, რამდენს იღებენ ყველაზე პრესტიჟულ ავტოსერიაში "მეორეხარისხოვანი მსახიობები" - ისინი, რომლებიც ბოქსებში მუშაობენ?

ეს ბიჭები ხშირად ყველასგან მივიწყებულნი არიან, მაგრამ თუ თვალს გადავავლებთ უბრალო ინჟინრებისა და მექანიკოსების ხელფასებს, მაშინვე მივხვდებით, რომ საჭირო არ არის მათი შეცოდება, მიუხედავად იმისა, რომ პილოტებზე გაცილებით ნაკლებს იღებენ.

ბოქსების ყველაზე მოკრძალებული თანამშრომლის ჯამაგირი - 68 ათასი ევროა წელიწადში. ეს არის მონაცემები, რომელიც ინტერნეტ-გამოცემა Expansion.com-მა გამოაქვეყნა, თუმცა ამ საკითხთან დაკავშირებით სრულ
წარმოდგენას არ გვიქმნის, რადგან "ფერარიში" უფრო მაღალი ხელფასია, ვიდრე უფრო ღარიბ გუნდებში.

თუ ავიღებთ კონკრეტულ მონაცემებს პროფესიების მიხედვით, გამოდის, რომ ყველაზე მეტად დაფასებულები ინჟინრები არიან. ეს პროფესიონალები წელიწადში საშუალოდ 110 ათას ევროს იღებენ. მექანიკოსები ორჯერ ნაკლებს, დაახლოებით 50 ათას ევროს გამოიმუშავებენ. ყველაზე "დაჩაგრულები" არიან მარკეტინგის განყოფილებაში მდივნები და ასისტენტები. მათი შემოსავალი წელიწადში 24 ათას ევროა.

ოფიციალურად: 2015-ში "აპრილია" ბრუნდება
იტალიური მოტომწარმოებელი "აპრილია" ყველაზე პრესტიჟულ მოტოსერიაში - მოტოგრანპრიში გამოსვლებს განაახლებს.

"2015 წელს "აპრილია" მოტოგრანპრიში დაბრუნდება იმისთვის, რომ ისევ გაიმარჯვოს. ჩვენ ვაპირებთ, სუპერბაიკში წარმატებული გამოსვლა მოტოგრანპრიში გადავიტანოთ", - განაცხადა "აპრილიას" პრეზიდენტმა რობერტო კოლანინომ. - ჩვენ თითქმის ორი წელი გვაქვს, რომლის განმავლობაში ძალიან ბევრს ვიმუშავებთ".

შეგახსენებთ, რომ 2009 და 2011 წლებში მაქს ბიაჯიმ "აპრილიას" მოტოციკლით გაიმარჯვა სუპერბაიკის მსოფლიო ჩემპიონატში.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული