"რედ ბული" 2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატის გამარჯვებული პირად ჩათვლაშიც და კონსტრუქტორთა თასზეც გახდა. ადრე ცნობილი იყო, რომ "რედ ბულის" 500 თანამშრომლიდან თითოეულის პრემიამ 10 ათასი ფუნტი შეადგინა, მაგრამ Bილდ ამტკიცებს, რომ ეს თანხა გუნდის რიგითმა თანამშრომლებმა მიიღეს, უმაღლესი რანგის ინჟინრებისა და მენეჯერების ჯილდო კი 50 ათას ევროს აღწევს.
ამასთან, კონსტრუქტორთა თასზე პირველი ადგილისთვის განკუთვნილმა საპრემიო
სებასტიან ფეტელის კონტრაქტი "რედ ბულთან" 2011 წლის ბოლოს იწურება, თუმცა მხარეებს 2012 წელს, ხელშეკრულების გაგრძელების უფლებაც აქვთ. მაგრამ გერმანელი არ მალავს, რომ მომავალში საკუთარ ძალების გამოცდას სხვა გუნდებში, პირველ რიგში "ფერარიში" ან "მერსედესში" ისურვებდა. "რედ ბულის" მფლობელის დიტრიხ მატეშიცის აზრით, ამ გადასვლის გადავადება, ფეტელისთვის კონკურენტუნარიანი მანქანის შეთავაზებით შეიძლება:
"სებასტიანს სურს ოდესმე "ფერარიში" იასპარეზოს, მაგრამ ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რათა მას წასვლის შესახებ გადაწყვეტილების მიღება გაუჭირდეს. სანამ მის განკარგულებასი იქნება ბოლიდი, რომელიც გამარჯვების საშუალებას მისცემს, ის ჩვენთან იქნება. თუ მისთვის ასეთი მანქანის მიცემას ვერ შევძლებთ, მაშინ კონტრაქტის მიუხედავად გუნდიდან გავუშვებთ".
გუნდის კონსულტანტმა დოქტორ ჰელმუტ მარკომ აღნიშნა, რომ ფეტელის "ფერარიში" გადასვლა შეცდომა იქნება, რადგან ამ გუნდში მხოლოდ ერთ მრბოლელს უჭერენ მხარს და ფეტელი მეწყვილესთან თანაბარ სტატუსს ვერ მიიღებს. მისი თქმით, უახლოეს მომავალში სკუდერიაში თავიანთი ლიდერის, ფერნანდო ალონსოს "წყენინებას" არ გადაწყვეტენ.
"ყველამ ვიცით "ფერარის" პოლიტიკის შესახებ. ფეტელიც ხედავდა, რომ ჩვენთან თავს კომფორტულად გრძნობდა. მას ისეთი გუნდი სჭირდება, რომელიც პრობლემების წარმოქმნის დროს ზურგში არ ჩაარტყამს. მოდით სიტუაციაში გავერკვეთ - ჩვენ არ გვექნება ათწლიანი კონტრაქტი, იმიტომ რომ არ შეგვიძლია ასეთი დიდი ხნის მანძილზე ჩვენი მანქანის კონკურენტუნარიანობის გარანტია გვქონდეს. ვერც ფეტელი მოგვცემს გარანტიას, რომ მთელი ამ დროის მანძილზე ჩვენთან კომფორტულად იქნება. მაგრამ უახლოესი სამი-ოთხი წლის განმავლობაში სებასტიანთან თანამშრომლობას აუცილებლად ვგეგმავთ", - განაცხადა მარკომ.
მომზადებულია Bild-ის მიხედვით