"როცა უყურებ სებასტიანის სტაბილურ ფორმას და იმას, თუ რამდენს მიაღწია ახალგაზრდა ასაკში, გესმის, რომ მისი მიღწევები უკვე უნიკალურია. დღეს ფორმულა 1-ში რამდენიმე ბრწყინვალე პილოტი გამოდის, მაგრამ ბევრი ვერ ახერხებს, ერთად შეკრიბოს ყველა საჭირო ასპექტი, როგორც ამას ფეტელი აკეთებს.
დარწმუნებული ვარ, როცა სებასტიანი პატარა ბიჭი იყო, ტელევიზორის ეკრანთან ცდილობდა იმის გაანალიზებას, რასაც მე ტრასაზე ვაკეთებდი. კარგია, რომ სები დღემდე მირეკავს და კითხვებს მისვამს.
ბერნის არავინ დაინდობს
ფორმულა 1-ის კომერციული უფლებების მფლობელი კომპანიის - CVC-ის დამფუძნებელმა დონალდ მაკენზიმ განაცხადა, რომ მისი ორგანიზაცია უყოყმანოდ გაანთავისუფლებს ფორმულა 1-ის მთავარ პრომოუტერს ბერნი ექლსტოუნს იმ შემთხვევაში, თუ სასამართლო ბრიტანელს დამნაშავედ სცნობს ყოფილი ბანკირისთვის, გერჰარდ გრიბოვსკისთვის ქრთამის გადაცემაში.
ამასთან, მაკენზიმ უარყო ჟურნალისტთა ვარაუდი იმის შესახებ, რომ CVC ექლსტოუნს თანამდებობას ბიზნესზე მისი გავლენის გამო უნარჩუნებდა.
"თუ დამტკიცდება, რომ მისტერ ექლსტოუნი რაიმე კრიმინალურს სჩადიოდა, ჩვენ მას გავანთავისუფლებთ", - განაცხადა მაკენზიმ.
CVC-ის დამფუძნებელი იმასაც ამბობს, რომ 2011 წლის იანვარში ექლსტოუნმა მას მოუყვა, რომ გრიბოვსკის ფული გადაუხადა.
"მან ბოდიში მოიხადა იმის გამო, რომ დაავიწყდა ამის მოყოლა. ბერნის თქმით, მას მე არასოდეს მოვუტყუებივარ. თუმცა ჩემთვის ძნელი დასაჯერებელია ის, რომ მას დაავიწყდა, ვიღაცას 40 მილიონი დოლარი როგორ გადაუხადა", - მოჰყავს მაკენზის სიტყვები სააგენტო "როიტერს".
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
აშშ-ის გრანპრი: ისევ ფეტელი, ამჯერად რეკორდით