ესპანეთის ქალაქ ვალენსიას მთავრობა მზად არის, გააუქმოს ფორმულას 1-ის პრომოუტერებთან მოქმედი კონტრაქტი, რომელიც ამ ქალაქში ევროპის გრან-პრის გამართვას ითვლისწინებს.
ეს ხელშეკრულება მხოლოდ ორი წლის შემდეგ დასრულდება, მაგრამ ქალაქის ადმინისტრაციას მისი პირობების გადასინჯვა სურს. დღეისთვის ვალენსიას ფორმულა 1-ის ეტაპის ორგანიზება 30 მილიონი დოლარი უჯდება. ამ თანხიდან 18 მილიონი "დიდი ცირკის" მთავარი პრომოუტერის ბერნი ექლსტოუნის ანგარიშზე ირიცხება, დანარჩენი კი ტრასის მომზადებასა და ქუჩის რბოლის გამართვისთვის საჭირო დროებითი ნაგებობების მონტაჟს ხმარდება.
არადა, ბილეთების რეალიზაციიდან ორგანიზატორებს მხოლოდ 10 მილიონი შესდით, თანაც თუ 2008 წელს
იმასაც იტყობინებიან, რომ ექლსტოუნმა უკვე გამართა მოლაპარაკებები ესპანეთის აკლანისში ან პორტუგალიის პორტიმაოში ევროპის გრან-პრის გადატანის შესახებ.
* * *
მომავალ სეზონში "ტორო როსოში", შესაძლოა, შეცვლა მოხდეს, კერძოდ, შვეიცარიელი სებასტიან ბუემის ნაცვლად იტალიურ საჯინიბოში "რედ ბულის" ტესტ-პილოტი დანიელ რიკიარდო ჩაირიცხოს. უფრო ადრე წერდნენ, რომ ავსტრალიელი ავტომრბოლი "ლოტუსის" შემადგენლობაში მოხვედრისთვის იბრძოდა. ჯერჯერობით "ტორო როსოს" ხელმძღვანელობა მზად არ არის 2011 წლის შემადგენლობის გამოსაცხადებლად.
"ბუემის კიდევ ექნება თავისი კონკურენტუნარიანობის დამტკიცების შანსი, მით უმეტეს, რომ 2010 წლის სეზონის სტარტი მისთვის წარმატებული იყო. ჯერ მზად არ ვარ პილოტების დასახელებისთვის. მსგავსი გადაწყვეტილების მიღების დრო ჯერ არ მოსულა", - ამბობს ტოსტი.