ეს ავტომრბოლელი 2012 წელს გამოდიოდა “ფორს ინდიაში”, მანამდე კი ამ გუნდის სარეზერვო პილოტი იყო. გერმანელი ბრუნდება ინდურ გუნდში მას შემდეგ, რაც შარშანდელი სეზონი “ზაუბერის” რიგებში ჩაატარა, შვეიცარიული საჯინიბოს ბოლიდით 51 ქულა დააგროვა, რამაც მას გენერალურ კლასიფიკაციაში მე-10 ადგილი მოუტანა. ჰიულკენბერგსა და “ფორს ინდიას” შორის კონტრაქტის დეტალები არ გახმაურებულა, მაგრამ აღნიშნავენ, რომ ხელშეკრულება მრავალწლიანია.
ჯერჯერობით უცნობია, ვინ გახდება გერმანელის მეწყვილე მომავალ სეზონში. ჭორების
ნიუ ჯერსი ისევ გადაიდო
ფორმულა 1-ის გენერალურმა პრომოუტერმა ბერნი ექლსტოუნმა დაადასტურა, რომ 2014 წლის სეზონში აშშ-ის გრანპრი ნიუ ჯერსიში არ გაიმართება, რაც ორგანიზატორების ფინანსურ პრობლემებთან არის დაკავშირებული.
ვარაუდობენ, რომ საბოლოოდ, ეს ეტაპი 2015 წელს გაიმართება, თუმცა ამასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიღებული არ არის. ასე რომ, 2014 წელსაც, წლევანდელი სეზონის მსგავსად, 19 ეტაპი ჩატარდება.
752 ათასი შუმის "ბენეტონში"
ორი დღის წინ ლონდონში, Bonhams-ის აუქციონის სახლში გაიმართა ვაჭრობა, რომლის ერთ-ერთი ლოტი იყო ფორმულა 1-ის ბოლიდი - Benetton Ford Cosworth B194.
ამ მანქანით ლეგენდარულმა გერმანელმა მიხაელ შუმახერმა 1994 წელს მოიგო სან მარინოს, მონაკოს, კანადისა და საფრანგეთის ეტაპები, რამაც მას მსოფლიოს ჩემპიონის პირველი ტიტული მოუტანა.
ახალმა მფლობელმა, რომლის გვარი არ დასახელებულა, “ბენეტონის” ბოლიდში დაახლოებით 742 ათასი ევრო გადაიხადა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
ფეტელი - წლის პილოტი, "რედ ბული" - წლის მანქანა