დანახარჯების ლიმიტი
მიღებულია გადაწყვეტილება ფორმულა 1-ის გუნდებისთვის დანახარჯების ლიმიტის დაწესების შესახებ. ახალი წესი 2015 წლის იანვრიდან შევა ძალაში. ამ გადაწყვეტილების რეალიზაციისთვის შეიქმნება სამუშაო ჯგუფი. მასში შევლენ ავტოსპორტის საერთაშორისო ფედერაციის წარმომადგენლები და გუნდების ხელმძღვანელები. სამუშაო ჯგუფის ამოცანაა - შეიმუშაოს დაწვრილებითი პროცედურა ამ წესის ასამუშავებლად.
საბურავის ტესტები ბაჰრეინში
უსაფრთხოების გაზრდის ინტერესებიდან გამომდინარე, ფორმულა 1-ში დათანხმდნენ სპორტული რეგლამენტის შეცვლას. კერძოდ, ნება დართეს "პირელის", ჩაატაროს საბურავების სამდღიანი ტესტები ბაჰრეინში
პილოტების ნომრები
მრბოლელებს შესთავაზეს ნომრის არჩევა 2-დან 99-მდე. თითოეული პილოტი არჩეული ნომრით მთელი კარიერა იასპარეზებს. პირველი ნომერი ეკუთვნის მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონს, თუ, რა თქმა უნდა, ის დათანხმდება მის გამოყენებას. თუ ერთ რომელიმე ნომერზე რამდენიმე პილოტს ექნება პრეტენზია, პრიორიტეტი მიენიჭა იმას, ვინც უფრო მაღალი ადგილი დაკავა წინა ჩემპიონატში.
ახალი ჯარიმები
2014 წლიდან მოყოლებული, უმნიშვნელო დარღვევებისთვის პილოტებს მიენიჭებათ 5-წამიანი ჯარიმა. საერთაშორისო ფედერაციამ გუნდებთან ერთად უნდა განიხილოს ამ სიახლის გამოყენების წესი.
ქულები ფინალური რბოლისთვის
სეზონის ფინალურ რბოლაში პილოტები და გუნდები ორმაგ ქულებს მიიღებენ. ეს წესი მიმართულია იმისთვის, რომ ჩემპიონატმა ინტერესი სეზონის ბოლომდე შეინარჩუნოს.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
ჟან ტოდტი ისევ პრეზიდენტია