"ზაუბერში" რუსს მექსიკელი ამჯობინეს

AutoSharing Option
მექსიკელმა პილოტმა ესტებან გუტიერესმა შეინარჩუნა "ზაუბერში" საპრიზო პილოტის სტატუსი. ამით შვეიცარიული საჯინიბოს შემადგენლობა 2014 წლისთვის დაკომპლექტებულია. შეგახსენებთ, რომ "ზაუბერმა" ადრე მოაწერა ხელი გერმანელ ადრიან სუტილთან კონტრაქტს.

თავდაპირველი ინფორმაციით, გუნდში არ სურდათ გუტიერესთან ურთიერთობის გაგრძელება, მით უმეტეს, რომ მექსიკელის სასპონსორო კონტრაქტები ამოიწურა. მის ადგილზე მთავარ პრეტენდენტებად გიდო ვან დერ გარდე და სერგეი სიროტკინი მიიჩნეოდნენ.

მაგრამ, ახლა, "ზაუბერში" ოფიციალურად დაადასტურეს, რომ 22 წლის პილოტი სუტილის პარტნიორი იქნება. რაც შეეხება რუს სიროტკინს, მას ტესტ-პილოტის როლით დაკმაყოფილება მოუწევს.

"მოხარული ვარ, რომ შემიძლია კარიერა "ზაუბერში"
გავაგრძელო. გასული სეზონი გამოცდილების მიღების რთულ პროცესს დაეთმო, მაგრამ გუნდთან მჭიდრო თანამშრომლობამ სტაბილური პროგრესი მომიტანა. "ზაუბერში" ჩემთვის მეოთხე სეზონი დაიწყება, საპრიზო პილოტი კი ზედიზედ მეორე წელი ვიქნები. და კარიერაში ახალი ნაბიჯის წინ, თავს საკმაოდ კომფორტულად ვგრძნობ", - განაცხადა ესტებანმა.

"2014 წელს, სერიოზული ცვლილებები გველის ტექნიკურ რეგლამენტში. ამიტომაც, ძალიან მნიშვნელოვანია ახლოს გაიცნო ის ადამიანები, რომლებთანაც მუშაობა მოგიწევს. მაქსიმალურად მოვინდომებ იმისთვის, რომ გავაუმჯობესო საკუთარი შედეგები და დავეხმარო გუნდს განვითარებაში", - დაამატა მექსიკელმა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
"ზაუბერმა" ადრიან სუტილი აირჩია
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული