ექიმები: მიხაელ შუმახერი თუ გადარჩა, ტრავმის კვალი მთელი ცხოვრება დარჩება

AutoSharing Option
3 იანვარს, მიხაელ შუმახერი თავის 45-ე დაბადების დღეს გრენობლის ჰოსპიტალში, კომატოზურ მდგომარეობაში ატარებს.

თხილამურებით სრიალისას დაშავებული ლეგენდარული ავტომრბოლელის მდგომარეობაზე, რომელსაც თავის ტვინზე უკვე ორი ოპერაცია გაუკეთდა, გრენობლის ჰოსპიტლის რეანიმაციის განყოფილების ხელმძღვანელმა ჟან-ფრანსუა პაიენმა ილაპარაკა.

"წინა დღესთან შედარებით ვითარება არ შეცვლილა, - განაცხადა მან პირდაპირ ეთერში ტელეარხისთვის მიცემულ ინტერვიუში. - შუმახერის თავის ტვინის ტრავმა იმდენად სერიოზულია, რომ იმ შეთხვევაშიც, თუკი გადარჩება, ტრავმის კვალი სიცოცხლის ბოლომდე დარჩება".

ჰოსპიტლის ადმინისტრაციამ გაამკაცრა პრესის წარმომადგენლების შენობის ტერიტორიაზე გადაადგილების წესები, საავადმყოფოს პერსონალს კი მათთან ურთიერთობა კატეგორიულად
აუკრძალა.

შეგახსენებთ, რომ 29 დეკემბერს, ფრანგულ კურორტ მერიბელში თხილამურებით სრიალისას შუმახერი დაეცა და თავი ქვას დაარტყა. 44 წლის მრბოლელი საავადმყოფოში ვერტმფრენით გადაიყვანეს. ექიმებმა მიხაელს თავის ტვინის სერიოზული დაზიანება დაუდგინეს და ის ხელოვნურ კომატოზურ მდგომარეობაში შეიყვანეს.

გრენობლის ჰოსპიტალში შუმახერს ორი ოპერაცია გაუკეთდა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული