მიხაელ შუმახერს სხეულის მარჯვენა ნახევრის დამბლა და ხმის დაკარგვა ემუქრება

AutoSharing Option
ცნობილ გერმანელ ავტომრბოლელს მიხაელ შუმახერს, რომელმაც თხილამურებით სრიალის დროს დაცემის შედეგად ქალა-ტვინის სერიოზული ტრავმა მიიღო, სხეულის ცალმხრივად პარალიზება და ხმის დაკარგვა ემუქრება.

შუმახერის მდგომარეობაზე ფორმულა 1-ის ყოფილმა პილოტმა, ფილიპ სტრეიფმა ალაპარაკა, რომელიც 1989 წელს, ბრაზილიაში, სეზონისწინა ტესტებზე განცდილი ავარიის შედეგად სამუდამოდ ეტლსაა მიჯაჭვული.

"მე ვესაუბრე ჟერარ სალიანს (ტვინის ინსტიტუტის ხელმძღვანელს). ისინი შუმახერის ტვინის სკანირებას ყოველდღიურად აკეთებენ, რათა დააკვირდნენ ჰემატომის შემცირების პროცესს.

ორშაბათს
ის ორივე მხარეს იყო, ახლა კი მხოლოდ მარცნივ შეინიშნება, რაც უდიდესი პროგრესია.

მაგრამ თუკი ჰემატომა კიდევ დიდხანს შენარჩუნდა, ის სხეულის საპირისპირო - მარჯვენა ნახევრის პარალიზებას (დამბლას) გამოიწვევს. ასეთ შემთხვევაში მან შესაძლოა ხმაც დაკარგოს.

იმედი მაქვს, რეაბილიტაციის პროცესში ის შეძლებს ხმისა და გადაადგილების უნარის აღდგენას", - თქვა მან.

შეგახსენებთ, ფორმულა 1-ში მსოფლიოს შვიდგზის ჩემპიონმა საფრანგეთში, მარიბელის კურორტზე თხილამურებით სრიალისას თავი ქვას დაარტყა. დარტყმა იმდენად ძლიერი იყო, რომ ჩაფხუტი დაიმსხვრა.

ლეგენდარული გერმანელ პილოტს, რომელსაც 3 იანვარს 45 წელი შეუსრულდა, გრენობლის ჰოსპიტალში ორი ოპერაცია უკვე გაუკეთდა და რამდენიმე დღეა კომატოზურ მდგომარეობაში იმყოფება.
მკითხველის კომენტარები / 1 /
ღმერთო არ გაწირო და გადაარჩინე ტანჯვისგან გთხოვ მთელი გულით
-----
02:39 05-01-2014
0

სიახლეები პოპულარული