წყაროს ცნობით, ამ დასკვნამდე ექიმების ჯგუფი მივიდა, რომელსაც გრენობლის ინტენსიური რეანიმაციისა და თერაპიის ინსტიტუტის განყოფილების ხელმძღვანელი, პროფესორი ჯან-ფრანსუა პაიენი ხელმძღვანელობს.
გამოცემის ცნობით, ფორმულა 1-ის შვიდგზის ჩემპიონის მდგომარეობა რამდენიმე დღის წინ შეფასდა, როგორც კრიტიკული, თუმცა უქმეების შემდეგ ის სტაბილურია.
უახლოეს დღეებში შუმახერის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ოფიციალურ განცხადებებს არ უნდა ველოდეთ. საავადმყოფოს წარმომადგენელმა ბოლოს ორშაბათს გამოაცხადა, რომ ლეგენდარული მრბოლელის მდგომარეობა კვლავინდებურად კრიტიკული, მაგრამ სტაბილურია.
შეგახსენებთ, რომ
გრენობლის ჰოსპიტალში შუმახერს ორი ოპერაცია გაუკეთდა.
ასევე იხილეთ:
მიხაელ შუმახერის ჰოსპიტალში გადაყვანის კადრები [VIDEO]