კინსის განცხადებით, მიხაელ შუმახერის ტრაგედიის გამოძიება ადასტურებს მომხდარის პირველად ვერსიას. პროკურორმა დაადასტურა, რომ გერმანელის სათხილამურო ტრასაზე ყოფნის მომენტში, უსაფრთხოების ყველა ზომა იყო დაცული.
"ჩვენი გამოძიება წინ მიიწევს, - ამბობს კინსი. - გამოვკითხეთ მოწმეები და უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლები, ჩავატარეთ უამრავი ტესტი და ჩვენს ხელთ არსებული მასალების ექსპერტიზა. შევისწავლეთ შუმახერის ჩაფხუტზე დამონტაჟებული კამერით გადაღებული კადრები, მაგრამ ჯერ კიდევ რამდენიმე ღონისძიებაა ჩასატარებელი.
ჩვენ მოწოდებული ფირის
მაგრამ ჯერჯერობით რთულია იფიქრო სიჩქარეზე, რომლითაც დაზარალებული მოძრაობდა. წესით, ტემპი მაღალი არ უნდა ყოფილიყო. შუმახერის თხილამურები ბრწყინვალე მდგომარეობაში იყო, თითქმის ახალი ინვენტარი ჰქონდა. ასე რომ, ეს არ ყოფილა ავარიის მიზეზი. მათზე შეინიშნება ქვაზე დაჯახების კვალი. სულ მალე მომხდარის უფრო მკაფიო სურათი გვექნება".
გარდა ამისა, პროკურორმა დაამატა, რომ ის ადგილი, სადაც შუმახერმა გადაუხვია, მონიშნული იყო, როგორც მიზანშეუწონელი სრიალისთვის. კინსიმ ჟურნალისტების რამდენიმე შეკითხვას თავი აარიდა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"