უკვე 30 დღეა, რაც ლეგენდარული ავტომრბოლელი ხელოვნურ კომატოზურ მდგომარეობაში იმყოფება.
ამ დროისთვის შუმახერს კომპლექსური მკურნალობა უტარდება, რამდენადაც ამის საშუალებას მისი მდგომარეობა იძლევა. მას უკვე გაუკეთდა სამი ოპერაცია, ამის გარდა კი, ყოველდღიურად უტარებენ ფიზიოპროცედურების კომპლექსს - კუნთებისა და მყესების სპეციალურ მასაჟს, რათა შენარჩუნებულ იქნეს მათი ფუნქციონირება.
როდის გამოვა კომადან შუმახერი, ჯერჯერობით უცნობია. სპეციალისტების რეკომენდაციით, ეს რაც შეიძლება, სწრაფად უნდა მოხდეს, რათა თავიდან
შეგახსენებთ, მიხაელ შუმახერი ახალი წლის წინა დღეებში, ფრანგულ კურორტზე თხილამურებით სრიალისას დაეცა და თავი ქვას დაარტყა, რის შემდეგაც მძიმე ტრავმით გრენობლის საავადმყოფოში მოათავსეს.