ჩემპიონების მოკლე პრეზენტაცია

AutoSharing Option
ხერესში წინასასეზონო ტესტების წინ 2014 წლის ბოლიდები წარადგინეს მომავალი სეზონის ფავორიტებმა - "რედ ბულმა" და "მერსედესმა".

ბოლო ოთხი ჩემპიონატის საუკეთესო გუნდს - "რედ ბულს" მოკლე პრეზენტაცია ჰქონდა. თუ გასულ წელს ავსტრიულმა საჯინიბომ მანქანა საკუთარ ბაზაზე წარადგინა, ახლა პრეზენტაცია უშუალოდ ტესტებზე გასვლის წინ ჩატარდა.

ახალი ტექნიკური რეგლამენტის მიხედვით, მანქანის "ცხვირის" დიზაინი ზუსტად ისეა გადაწყვეტილი, როგორც "ტორო როსოს" ბოლიდის შემთხვევაში. "რედ ბული" კვლავინდებურად "რენოს" ძრავებით არის აღჭურვილი და მანქანის შეფერილობაც ბოლო წლების ანალოგიურია.

ავსტრიული გუნდი ბოლო ოთხი წელია დომინირებს ფორმულა 1-ში, ხოლო
მსოფლიოს ოთხგზის ჩემპიონს, გერმანელ სებასტიან ფეტელს ამ მომენტისთვის ზედიზედ ცხრა გრანპრი აქვს მოგებული.

"რედ ბულის" ახალმა მანქანამ მიიღო ინდექსი - RB10, რადგან უკვე ათი წელია, რაც ავსტრიული კომპანია ფორმულა 1-ში მოვიდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული