ექიმებს მიხაელ შუმახერი კომადან გამოჰყავთ?

AutoSharing Option
ოთხკვირიანი კომას შემდეგ მიხაელ შუმახერი სიცოცხლის პირველ სუსტ ნიშნებს ავლენს - იტყობინებიან ექიმები გრენობლის კლინიკიდან, სადაც მსოფლიოს შვიდგზის ჩემპიონია მოთავსებული.

ეს ოფიციალური ინფორმაციაა, რომელიც მიხაელის გუნდმა გაავრცელა.

პარალელურად, ფრანგული პრესა წერს, რომ ექიმებმა დაიწყეს შუმახერის კომადან თანდათან გამოყვანა, თუმცა, ამასთან დაკავშირებით, კლინიკის ექიმებს კომენტარი არ გაუკეთებიათ.

როგორც იცით, შუმის წარმომადგენლებს ნათქვამი აქვთ - მხოლოდ ექიმების მიერ მოწოდებული ინფორმაცია შეიძლება იყოს უტყუარი და გულშემატკივრებმა არ უნდა დაუჯერონ პრესის განცხადებებს.

თუმცა ავტოსპორტის სამყაროში სწორედ კომადან გამოყვანის ინფორმაციით დაინტერესდნენ. ავტორიტეტული ფრანგული გაზეთი "ეკიპი"
წერს, რომ რამდენიმე ნეიროქირურგიული ოპერაციის გადატანის შემდეგ შეიმჩნევა პოზიტიური ტენდენცია, რამაც ექიმებს მკურნალობის ახალი ფაზისკენ უბიძგა.

როგორც პროფესორი ჟან-ლუკ მასტეროკი ამბობს, ოთხი კვირა კრიტიკული ვადაა პაციენტებისთვის, რომლებიც მედიკამენტოზურ კომაში იმყოფებიან. ამ ვადის შემდეგ თანდათან ამცირებენ პრეპარატების ზემოქმედებას და იწყებენ ურთიერთობისთვის საჭირო თვისებების აღდგენას: ადამიანს სთხოვენ მარტივ მოქმედებებს - თვალების გახელასა და დახუჭვას, პირის გაღებას, ხელის თითების ამოძრავებას... შუმახერის შემთხვევაშიც იგივე პროცედურებთან გვექნება საქმე.

მასტეროკს მიაჩნია, რომ მსოფლიოს შვიდგზის ჩემპიონის შემთხვევაში, რეაბილიტაცია ხანგრძლივი იქნება. დანამდვილებით რაიმეს თქმა მხოლოდ ორი თვის შემდეგ იქნება შესაძლებელი, სრულ აღდგენას კი რამდენიმე წელი დასჭირდება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული