სპეციალისტის სიტყვებით, ჯერჯერობით რთულია ზუსტი პროგნოზის გაკეთება მსოფლიოს შვიდგზის ჩემპიონის ჯანმრთელობათან დაკავშირებით: პირველ რიგში, მისი ორგანიზმი უნდა გაიწმინდოს პრეპარატებისგან.
გარდა ამისა, დაახლოებით ერთი კვირა იქნება საჭირო იმის გასარკვევად, გამოვიდა თუ არა შუმახერი ხელოვნური კომიდან.
"ის ფიზიკურად ძლიერია, - ამბობს ჰათჩინსონი. - ამასთან, ის წაქცევის შემდეგ გონებაზე იყო, რაც საშუალებას გვაძლევს ვივარაუდოთ, რომ ტვინის ტრავმა ფატალური არ ყოფილა. ასე
ექიმმა აღნიშნა, რომ შუმახერი თვეზე მეტია ხელოვნურ კომაში იმყოფება, რაც უჩვეულოა, რადგან პაციენტებს ასეთ მდგომარეობაში, ჩვეულებრივ, 7-10 დღე აჩერებენ. თუმცა ფრანგ ექიმებს შეუძლიათ გაზარდონ ხელოვნური კომის ხანგრძლივობა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"