
საქმე ისაა, რომ ინტერნეტში გავრცელდა ინფორმაცია, რომლის თანახმად, მსოფლიოს 7-გზის ჩემპიონი გარდაიცვალა. ჭორის მიზეზი კომაში მყოფი შუმახერის მდგომარეობის შესახებ მედიკოსთა ბოლოდროინდელი დუმილი გახდა.
საიმისოდ, რომ გერმანელი პილოტის გარდაცვალებაზე ჭორები გაექარწყლებინა, განცხადებით გრენობლის ჰოსპიტლის პრეს-ოფიცერი გამოვიდა.
"ჩვენი კლინიკა უარყოფს გავრცელებულ ხმებს, თითქოს მიხაელ შუმახერი გარდაიცვალა", - ნათქვამია ოფიციალურ განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ მიხაელ შუმახერი 2013 წლის ბოლოს, კურორტ მერიბელში თხილამურებით სრიალისას დაშავდა და თავის