მიხაელ შუმახერს ფილტვების ანთება აღმოუჩინეს

AutoSharing Option
გერმანულ პრესაში მიხაელ შუმახერის შესახებ ახალი არასასიამოვნო ინფორმაცია გავრცელდა.

"ბილდის" ექსკლუზიური ინფორმაციით, წინა კვირაში შუმის ფილტვების ანთება დაეწყო.

ექიმებმა კომაში მყოფ შუმახერს ფილტვების ანთება დაუდგინეს და ამ დღეებში ძლიერი ანტიბიოტიკებით მკურნალობენ. შეწყდა თუ არა ამის გამო მიხაელის ხელოვნური კომიდან გამოყვანის პროცესი, ამის შესახებ არაფერია ცნობილი.

ექსპერტები ირწმუნებიან, რომ კომაში მყოფი ადამიანისთვის ფილტვების ანთება საკმაოდ სახიფათოა.

თუმცა აღნიშნულ ინფორმაციას არ ადასტურებს და არც კომენტარს აკეთებს შუმახერის პრეს-მდივანი საბინე კერნი.

შეგახსენებთ, რომ მიხაელ შუმახერი 2013 წლის ბოლოს, კურორტ მერიბელში თხილამურებით სრიალისას
დაშავდა და თავის ტვინის მძიმე დაზიანება მიიღო. მას გრენობლის კლინიკაში რამდენიმე ოპერაცია გაუკეთდა და ბოლო ცნობებით, ექიმები მისი ხელოვნური კომატოზური მდგომარეობიდან გამოყვანას ცდილობენ. შუმახერი კომაში უკვე 45 დღეა იმყოფება.
მკითხველის კომენტარები / 1 /
ძალიან მეცოდება ,,შუმი,, მტერს არ უსურვებ ასეთ მდგომარეობაში ყოფნას,თან ამხელა ფულის პატრონია და ასეთ დღეშია.
AMPREDUZO
17:59 12-02-2014
0

სიახლეები პოპულარული