შეგახსენებთ, რომ გრენობლის კლინიკის ექიმებმა მსოფლიოს შვიდგზის ჩემპიონის კომიდან გამოყვანა დაიწყეს, მაგრამ პროცესი არც ისე კარგად წარიმართა.
Bild-Zeitung-ი იტყობინება, რომ პილოტი მხოლოდ რეფლექტორული ბიძგით რეაგირებს გამაღიზიანებლებზე, მაგრამ მიხაელს სხვა არაფერზე აქვს რეაქცია.
უფრო ადრე იმავე "ბილდმა" დაწერა, რომ გერმანელს ფილტვების ანთება აქვს და მისთვის ანტიბიოტიკების მიცემის კურსი დაიწყო.
ჯერჯერობით არაფერს იტყობინებიან იმის შესახებ, რამდენად სერიოზული იქნება გართულება და როგორ იმოქმედებს ეს ფაქტორი კომიდან გამოსვლის პროცესზე.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"