მიხაელ შუმახერის ინციდენტი კამერის ბრალი იყო?

AutoSharing Option
საფრანგეთის სათხილამურო სპორტისა და ალპინიზმის ეროვნული აკადემია ატარებს სპეციალურ კვლევას იმის გასარკვევად - შეიძლებოდა თუ არა მიხაელ შუმახერის ჩაფხუტზე დამაგრებულ კამერას გამოეწვია ის მძიმე დაზიანება, რომელიც გერმანელმა ლეგენდამ სათხილამურო ტრასაზე დაცემისას მიიღო.

ბრიტანულ გაზეთ "დეილი მირორს" მოჰყავს გამოძიების დეტალებში ჩახედული ინკოგნიტო წყაროს ციტატა: "ჩაფხუტი მთლიანად დამსხვრეულია, როგორც მინიმუმ, ორ ნაწილად არის გატეხილი. აკადემიამ მიიღო ჩაფხუტის ერთი ნაწილი იმ მასალის შესამოწმებლად, რომლისგანაც ის არის დამზადებული. ყველაფერი ნორმაში იყო. მაშინ რატომ გატყდა ის დაცემისას? და აქ ყურადღება უნდა მივაქციოთ კამერას. ლაბორატორიაში მიმდინარეობს
კვლევა იმის გასაკვევად, ხომ არ შეასუსტა კამერამ ჩაფხუტის სტრუქტურა".


ამ კამერის მიერ გაკეთებული ჩანაწერი მნიშვნელოვანი ინფორმაცია გახდა მომხდარის გარემოებების გამოსაძიებლად. ამ გამოძიებას საფრანგეთის პოლიცია აწარმოებდა და 16 თებერვალს პრესკონფერენცია ჩაატარა, რომლის დროსაც ყველა ეჭვი მოხსნა კურორტ მარიბელის მფლობელებზე და იმ სამთო-სათხილამურო ინვენტარის მწარმოებელზე, რომლითაც შუმახერი სარგებლობდა.

"ჩვენ ვერ აღმოვაჩინეთ ვერანაირი დარღვევა ვინმეს მიმართ,
- განაცხადა პოლიციის წარმომადგენელმა პატრიკ კენსიმ. - ინციდენტი ტრასის მიღმა მოხდა. სიგნალიზაცია, დამცავი ბარიერები, ტრასის მონიშვნა შეესაბამებოდა ნორმებს".
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული