მიხაელ შუმახერმა ტუჩები და პირი გაამოძრავა

AutoSharing Option
ექიმების მცდელობის მიუხედავად, ლეგენდარული გერმანელი ავტომრბოლელი მიხაელ შუმახერი კომაში რჩება.

"პროგრესის ვერმიღწევის გამო მედიკოსებმა გადაწყვიტეს, დროებით შეწყვიტონ ფორმულა 1-ის შვიდგზის ჩემპიონის თერაპია",
- დაწერა გერმანულმა ჟურნალმა "ფოკუსმა". თუმცა, მოგვიანებით ავტომრბოლელის წარმომადგენელმა საბინა კემმა განაცხადა, რომ ხელოვნური კომატოზური მდგომარეობიდან მიხაელის თანდათანობით გამოყვანის პროცესი გრძელდება.

მისი თქმით, გამოღვიძებას დიდი დრო სჭირდება და ეს ათასგვარი ჭორის გავრცელებას იწვევს.

45 წლის მიხაელს, ოჯახის წევრების გარდა, თითქმის ყოველდღე სტუმრობენ მისი მეგობრები. ჟურნალისტებთან დეტალებზე ისაუბრა ფორმულა 1-ის პილოტმა ფელიპე მასამ. მისი თქმით, შუმიმ მის თვალწინ რეაქცია
გამოავლინა, ტუჩები გაამოძრავა!

"მიხაელი კომაშია, მაგრამ აბსოლუტურად ჩვეულებრივად გამოიყურება. როცა ველაპარაკებოდი, მას რამდენჯერმე ჰქონდა რეაქცია - ტუჩები და პირი გაამოძრავა",
- უთხრა ჟურნალისტებს მასამ, რომელიც 2009 წელს, მძიმე ავარიის შემდეგ თავადაც იყო ხელოვნურ კომაში (იხილეთ ვრცლად).

შეგახსენებთ, რომ მიხაელ შუმახერმა თავის მძიმე ტრავმა 2013 წლის 29 დეკემბერს, საფრანგეთში, სამთო-სათხილამურო კურორტზე სრიალისას დაცემის შედეგად მიიღო.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული