ბრიტანული ყოველკვირეულის "ავტოსპორტის" ბოლო ნომერში პილოტების ორი საინტერესო რეიტინგი გამოქვეყნდა. პირველია გუნდების ხელმძღვანელთა გამოკითხვის შედეგები და მეორე - რედაქციის აზრი.
თორმეტმა ბოსმა - პეტერ ზაუბერმა ("ზაუბერი"), ერიკ ბულიემ ("რენო"), მარტინ უიტმარშმა ("მაკლარენი"), ტონი ფერნანდესმა ("უილიამსი"), კოლინ კოლესმა (HRT), ოტმარ საფნაუერმა ("ფორს ინდია"), როს ბრაუნმა ("მერსედესი"), ჯონ ბუტმა ("ვირჯინი"), კრისტიან ჰორნერმა ("რედ ბული"), სტეფანო დომენიკალიმ ("ფერარი") და ფრანც ტოსტმა ("ტორო როსო") შეავსეს ათი საუკეთესო პილოტისგან შემდგარი ანკეტა. მრბოლელები ქულებს ჩემპიონატში ქულათა დარიცხვის სისტემის მიხედვით იღებდნენ.
გამოკითხვაში პირველი ადგილი მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონმა ფერნანდო
"სასიამოვნოა, რომ ფორმულა 1-ის საჯინიბოების ხელმძღვანელთა უმეტესობამ ჩემს კანდიდატურას მისცა ხმა, - განაცხადა ალონსომ. - ეს გამოკითხვა ადასტურებს, რომ საერთო ჩათვლაში ჩემპიონატის წაგების მიუხედავად, ჩვენს გუნდს სეზონი გამოუვიდა".
1. ფერნანდო ალონსო - 229
2. სებასტიან ფეტელი - 220
3. ლუის ჰემილტონი - 196
4. მარკ უებერი - 146
5. რობერტ კუბიცა - 129
6. ჯენსონ ბატონი - 86
7. ნიკო როსბერგი - 68
8. ნიკო ჰიულკენბერგი - 17
8. ფელიპე მასა - 17
10. რუბენს ბარიკელო - 11
* * *
აღსანიშნავია, რომ მსოფლიოს ახალი ჩემპიონი ვერც მეორე რეიტინგით გახდა საუკეთესო. ეს სია "ავტოსპორტის" ჟურნალისტების მიერ არის შედგენილი.
პირველობა ლუის ჰემილტონმა ("მაკლარენი") მოიპოვა, რომელსაც არც ისე სწრაფი მანქანა ჰყავდა. წელს "მაკლარენის" ინჟინრებმა ბოლიდის განვითარებაში წააგეს კონკურენტებთან, მაგრამ "ავტოსპორტს" მიაჩნია, ლუისმა სხვებზე უკეთ ჩაატარა სეზონი. მათი საუკეთესო ათეული ასე გამოიყურება (ფრჩხილებში მითითებულია პოზიცია პირად ჩათვლაში):
1(4). ლუის ჰემილტონი
2(8). რობერტ კუბიცა
3(2). ფერნანდო ალონსო
4(1). სებასტიან ფეტელი
5(3). მარკ უებერი
6(5). ჯენსონ ბატონი
7(7). ნიკო როსბერგი
8(10). რუბენს ბარიკელო
9(24). ტიმო გლოკი
10(12). კამუი კობაიაში
ნომინაციაში - "საუკეთესო ხელმძღვანელი" ბრიტანელმა ჟურნალისტებმა პირველი ადგილი პიტერ ზაუბერს მიანიჭეს, რომელმაც BMW-ის წასვლის შემდეგ რთულ მდგომარეობაში ჩაიბარა გუნდი და მას მომავალი შეუნარჩუნა...