სტატისტიკოსებმა გასული სეზონის შედეგები შეაჯამეს და სებასტიან ფეტელის ჩემპიონობას დამსახურებული უწოდეს.
გერმანელმა არა მხოლოდ ყველაზე მეტი ქულა დააგროვა, არამედ ყველაზე მეტი გამარჯვება (5) მოიპოვა და 10-ჯერ (საუკეთესო შედეგი) აიღო სტარტი პირველი პოზიციიდან. როგორც "რედ ბულის" ხელმძღვანელმა კრისტიან ჰორნერმა განაცხადა, ფეტელისთვის იღბალს რომ შეეწყო ხელი, სეზონში ცხრა გამარჯვებას მოიპოვებდა.
ფეტელის საშუალო სასტარტო პიზიცია 1.95-ეს შეადგენდა, იმ დროს, როცა მარკ უებერისა და ფერნანდო ალონსოს ანალოგიური მაჩვენებელი 2.79 და 5.79 იყო. თავისუფალი პრაქტიკების დროს 19 ეტაპის განმავლობაში ფეტელი უებერს თითო წრეზე 0.051 წამით
ლუის ჰემილტონი, ფერნანდო ალონსო და ჯენსონ ბატონი.
რაც შეეხება სწრაფ წრეებს, აქ ფეტელი მესამეა ალონსოსა და ჰემილტონის შემდეგ. ახალი ჩემპიონი ასევე მესამე ადგილზე იყო საიმედოობის მაჩვენებლით, ხოლო ლიდერი გავლილი წრეების რაოდენობით ფერნანდო ალონსო გახლდათ.