მოტეხილი მხარით ტიტულს ვერ მოიგებ

AutoSharing Option

"რედ ბულის" პილოტმა მარკ უებერმა 2010 წლის ჩემპიონატის ბოლო ოთხი რბოლა მძიმე ტრავმით ჩაატარა - ავსტრალიელს მხარი ჰქონდა მოტეხილი. ამის შესახებ პილოტმა თავის ახალ წიგნში (Up front: a season to remember) დაწერა. უებერის თქმით, "რედ ბულის" ხელმძღვანელობამ ამ დაზიანების შესახებ არაფერი იცოდა.

უებერმა მხარის ტრავმა იაპონიის გრან-პრის წინ, სამთო ველოსიპედით სეირნობისას მიიღო. პილოტის მეგობარი, რომელიც წინ მიდიოდა, მოულოდნელად დაეცა, რის გამოც მარკმა წონასწორობა ვერ შეინარჩუნა და ველოსიპედიდან გადავარდა. სუზუკაში ჩასულმა უებერმა გადაწყვიტა ხელმძღვანელობისთვის არაფერი ეთქვა. ტრავმის შესახებ მხოლოდ მისმა პირადმა

მწვრთნელმა როჯერ კლერლიმ და ავტოსპორტის საერთაშორისო ფედერაციის ექიმმა გერი ჰარშტეინმა იცოდნენ. ეს უკანასკნელი იაპონიისა და კორეის ეტაპების დროს ტკივილგამაყუჩებოებს უკეთებდა ავსტრალიელს.

"სუზუკა - ურთულესი ტრასაა და მოხარული ვიყავი, რომ ამინდის გამო კვალიფიკაცია ერთი დღით გადადეს, - წერს უებერი. - ამის წყალობით დამატებითი დასვენების დღე მივიღე და ყველაფერი კარგად დასრულდა". იაპონიაში უებერმა მეორე ადგილი დაიკავა სებასტიან ფეტელის შემდეგ.

ჩემპიონატის დასრულებამდე რამდენიმე ეტაპით ადრე უებერი ლიდერობდა საერთო ჩათვლას, მაგრამ კორეაში ტრასიდან გადავარდა და უპირატესობა გაფლანგა. ჩემპიონატი მან მესამე ადგილზე დაასრულა.

2008 წლის ბოლოს ასევე სამთო ველოსიპედიდან გადმოვარდნის შემდეგ უებერმა ფეხი და მხარი მოიტეხა. ამის გამო მან 2009 წლის სეზონი დიდი გაჭირვებით ჩაატარა. სხვათა შორის, ავსტრალიელმა მაშინაც დამალა მხარის ტრავმა, რადგან ამას, შესაძლოა, კითხვის ნიშნის ქვეშ დაეყენებინა მისი მომავალი კარიერა.

მკითხველის კომენტარები / 4 /
მასზე მეტი რბოლა მოიგო...მეტი პოული,მასზე მეტი სცრაფი ცრე ქონდა,მეტი კულა აბა ერტი კრიტერიუმი დამისახელეთ რომლითაც ვებერი ჯობდა,ციფრები ყველაფერს თვალნათლივ ამბობენ....მოდით ახლა შევეშვათ ამ უაზრო თემას მხარდაცერასთან დაკავშირებით....სიმპათია გუნდის მხრიდან იყო რადგან ყველამ იცოდა საკმე მომავალ ჩემპიონთან ქონდათ და ამ დროს პენსიონერის გულისათვის არავინ გაიხარჯებოდა...მაგ გაჭირვებულმა იმაზეც უნდა თქვას მადლობა კარიერის ბოლოს მე - ადგილზე რომ გავიდა....
juba
11:20 08-12-2010
0
ნამდვილად, ფეტელს უდუდესი მხარდაღერა ქონდა გუნდის და გამოიყენა კიდეც, მარკ ყოჩაღ , ჯერ სრულ ფორმაში როგორი ჩასატარებელია რბოლა უდუდესი დატვირთვა მოდის პილოტზე , მით უმეტეს ტრამვირებული მხარიი, სასწაულია ეს პიროვნება იმედია მომავალ სეზონს გამოიყენებს, ისე ამხელა გუნდში ხარ და იბრძვი ტიტულისთვის რადროს ველოსიპერია :)
avtuko
16:57 07-12-2010
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული