ბერნი: ორი ბიოგრაფია

AutoSharing Option

ფორმულა 1-ის სამყაროში არც ერთი პიროვნება არ იწვევს ისეთ ინტერესს, როგორც მსოფლიოს ყველაზე პრესტიჟული სერიის მთავარი პრომოუტერი ბერნი ექლსტოუნი. მისი ცხოვრება ბევრი საიდუმლოსგან შედგება და ამიტომაც გასაკვირი არ არის, რომ ბრიტანელი დიდი ხანი უარს ამბობდა თავისი ბიოგრაფიული წიგნის გამოცემაზე. მაგრამ, საბოლოოდ, ამ წიგნმა მაინც იხილა დღის სინათლე - 416-გვერდიანი ბიოგრაფიის ("ბერნი: ბერნი ექლსტოუნის ბიოგრაფია") ავტორი გახდა სიუზან უოტკინსი - ერთ დროს ფორმულა 1-ის მთავარი ექიმის სიდ უოტკინსის მეუღლე.

თავად ავტორის აღიარებით, ის 30 წელია იცნობს ბერნის და ამ დროის განმავლობაში

ფორმულას კომერციულ ბოსს ერთხელაც არ მიუმართავს თხოვნით ოფიციალური ბიოგრაფიის შექმნის თაობაზე. უოტკინსმა დადებითი პასუხი მხოლოდ 2001 წელს მიიღო და წიგნზე მუშაობას შეუდგა. ნაშრომი ახლახანს დასრულდა და ბიოგრაფია უკვე გაყიდვაშია.

მაგრამ მათ, ვისაც ექლსტოუნის შესახებ სრული ინფორმაციის მიღება სურს, თებერვალს უნდა დაელოდოს, როცა მაღაზიების თაროებზე გაჩნდება მეორე წიგნი, რომელიც ექსლტოუნს ეძღვნება. სათაური თავად მეტყველებს ყველაფერზე - "ანგელოზი არ არის. ბერნი ექლსტოუნის საიდუმლო ცხოვრება". მისი ავტორია კომპრომატების მოძიებისა და მხილების სპეციალისტი ტომ ბოუერი. რა თქმა უნდა, მისი ბიოგრაფია არაოფიციალურია და გულშემატკივრებს ბევრ საინტერესო ფაქტს გააცნობს ბრიტანეთის ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ადამიანის შესახებ.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული