ახალ ფერარის იანვრის ბოლოს ვნახავთ

AutoSharing Option

"ფერარის" პრეზიდენტმა ლუკა დე მონტეძემოლომ განაცხადა, რომ 2011 წლის სეზონისთვის განკუთვნილი მანქანის პრეზენტაცია იანვრის ბოლო კვირას შედგება. მას არ გაუმხელია პრეზენტაციის ჩატარების ადგილი, თუმცა უკვე დიდი ხანია "სკუდერია" ჟურნალისტებს მარანელოში იწვევს - ეს ტრადიცია, ალბათ, 2011 წელსაც გაგრძელდება. ასევე საიდუმლოდ ინახავენ ბოლიდის სახელწოდებას, თუმცა ახალ "ფერარის" საქმეში უკვე პირველ თებერვალს ვიხილავთ, როცა ვალენსიაში პირველი სატესტო სერია დაიწყება.

გარდა ამისა, დე მონტეძემოლომ თავისი აზრი თანამედროვე ფორმულა 1-ის შესახებ. "ყოველთვის საღი აზრი უნდა იმარჯვებდეს, - განაცხადა 63 წლის ბიზნესმენმა. - უნდა ვიბრძოდეთ

ავტოდრომებზე და არა ქალაქის ტრასებზე, ეტაპების რაოდენობა არ უნდა აღემატობდეს 19-ს, საუკეთესო ვარიანტი - 18 რბოლა იქნება.

ასევე ვემხრობი იმას, რომ ძლიერმა გუნდებმა ტრასაზე სამი ბოლიდი გამოიყვანონ. ეს უკეთესია, ვიდრე ჩემპიონატში იმ მანქანების მონაწილეობა, რომლებიც GP2-ის დონემდე ძლივს აღწევენ. აი, ამას ჰქვია საღი აზრი და ბერნი ექლსტოუნი ეთანხმება ჩემს მოსაზრებებს".

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული