საჯინიბო "მარუსია" ფორმულა 1-ს დაემშვიდობა

AutoSharing Option
უკვე დანამდვილებით შეიძლება იმის თქმა, რომ მომავალ სეზონში ფორმულა 1-ის მსოფლიოს ჩემპიონატზე ერთი გუნდით ნაკლები იქნება. საჯინიბო "მარუსიას" დროებითმა ადმინისტრაციამ პროექტის დახურვის შესახებ გამოაცხადა.

ასე რომ, გუნდმა შეწყვიტა არსებობა და გაათავისუფლა ოქსფორდშირში მდებარე პერსონალური ბაზის 200 თანამშრომელი.

ბოლო დროს, "მარუსია" ფინანსურ პრობლემებს განიცდიდა, რის გამოც გუნდმა გამოტოვა აშშ-ისა და ბრაზილიის ეტაპები. ის, ასევე, ვერ მიიღებს მონაწილეობას სეზონის ბოლო რბოლაში - აბუ დაბის გრან-პრიში.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
შემოაკლდათ ნავთობის ფული რუსებს, ბიუჯეტს ვერ ავსებენ და დაიწყო ნელ-ნელა გაკოტრებები. დომინოს პრინციპით მიყვებიან მაგათ რუსეთის სახელმწიფოს მიერ დაარსებული/დაფინასებული კლუბები და სპორტული ორგანიზაციები
antokeli
14:34 10-11-2014
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული