ლოტის სასტარტო ფასია 384 ათასი ევრო. საინტერესოა, რომ ეს ბოლიდი მთლიანად მუშა მდგომარეობაშია. ვაჭრობა 30 ნოემბერს ლონდონში, Bonhams-ის სააუქციონო სახლშია დაგეგმილი.
"ბენეტონის" მეექვსე შასი, რომელმაც შუმახერს პირველი პოდიუმი მოუტანა, დიდი პოპულარობით სარგებლობს, მაგრამ ამით ისტორია არ სრულდება. ეს აგრეთვე ის ავტომობილია, რომლითაც მსოფლიოს სამგზის ჩემპიონმა ნელსონ პიკემ 1991 წელს ადელაიდაში თავისი ბოლო გრანპრი ჩაატარა", - განაცხადა Bonhams-ის წარმომადგენელმა ჯეიმს ნაიტმა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი