ბერნი ექლსტოუნი: წავალ მხოლოდ სიკვდილის შემდეგ

AutoSharing Option
ფორმულა 1-ის პრომოუტერმა ბერნი ექლსტოუნმა განაცხადა, რომ სიცოცხლის ბოლომდე აპირებს "სამეფო რბოლების" მართვას. დღეს ბრიტანელი ჩინოვნიკი 84 წლისაა.

"როდის გავალ პენსიაში? ეჭვგარეშეა, რომ ეს იქნება ყველაზე უარესი წელი ჩემს ცხოვრებაში. მაგრამ, როგორც ადრე ვამბობდი, არაფერი შეცვლილა და საკუთარ ადგილზე ვრჩები. ერთადერთი, რამაც შეიძლება ფორმულა 1 დამატოვებინოს - სიკვდილია.

თუ, რა თქმა უნდა, ვინმე ზედა ხელისუფლებიდან არ ჩამომაშორებს საქმეს. მაგრამ ის ადამიანები, რომლებიც ჩემს კუბოს წაიღებენ, ბოლომდე უნდა იყვნენ დარწმუნებულნი, რომ ის კარგად არის დაჭედებული", - ამბობს ექლსტოუნი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული