მიხაელ შუმახერი პარალიზებულია და აქვს მეტყველებისა და მეხსიერების პრობლემა

AutoSharing Option
მსოფლიოს შვიდგზის ჩემპიონი ფორმულა 1-ში მიხაელ შუმახერი პარალიზებულია, უნარშეზღუდულთა ეტლით გადაადგილდება და მეხსიერებასა და მეტყველებასთან დაკავშირებული პრობლემები აქვს.

ამის შესახებ პრესას ფორმულა 1-ის ყოფილმა პილოტმა, ფრანგმა ფილიპ სტრეიფმა აცნობა.

"შუმახერი შედარებით უკეთესადაა, თუმცა მას არ შეუძლია ლაპარაკი. ის პარალიზებულია და ეტლშია, აქვს პრობლემები მეხსიერებასა და მეტყველებასთან დაკავშირებით. იმედია, ოჯახურ გარემოში ის უფრო სწრაფად მოკეთდება, თუმცა ეს ყველაფერი ძალიან რთული იქნება", - აქვეყნებს სტრეიფის ნათქვამს F1i.com-ი.

სხვათა შორის, 1989 წელს სტრეიფი თავად მოყვა ავარიაში, რის შედეგადაც დაიზიანა ხერხემალი და ეტლსაა მიჯაჭვული.
ამჟამად ის საფრანგეთში კარტინგში ტურნირებს უკეთებს ორგანიზებას. მისი თქმით, შუმახერი ნათესავებთან ურთიერთობას მხოლოდ ვიზუალურად ახერხებს.

შეგახსენებთ, რომ მიხაელ შუმახერმა თავის ტვინის მძიმე ტრავმა თხილამურებით სრიალისას შარშან, დეკემბრის ბოლოს მიიღო და თითქმის ნახევარი წლის განმავლობაში კომატოზურ მდგომარეობაში იმყოფებოდა.
მკითხველის კომენტარები / 1 /
მე მგონი შუმახერი ძალიან კარგი პიროვნებაა! ღმერთმა გამოაჯანმრთელოს!
Archil Khoperia
23:31 19-11-2014
0

სიახლეები პოპულარული