ფორმულა 1: სებასტიან ფეტელმა "ფერარი" მოსინჯა

AutoSharing Option
მსოფლიოს ოთხგზის ჩემპიონმა, გერმანელმა სებასტიან ფეტელმა პირველი ტესტები ჩაატარა თავისი ახალი გუნდის - "ფერარის" ბოლიდით.

როგორც იცით, ფეტელის ყოფილმა გუნდმა "რედ ბულმა" აუკრძალა პილოტს აბუ დაბის ტესტებში მონაწილეობა, მაგრამ 29 ნოემბრიდან გერმანელი "სკუდერიას" სრულფასოვანი წევრი გახდა და ტრასაზე ორი წლის წინანდელი მანქანა - F2012 გაიყვანა.

ფეტელს თეთრი ჩაფხუტი ეხურა, რომელზეც ასეთი წარწერა იყო - "ჩემი პირველი დღე "ფერარიში". როგორც იტალური პრესა წერს, სებასტიანი "სკუდერიაში" უკეთ ადაპტირებისთვის იტალიური ენის შესწავლას იწყებს.

ფეტელმა "ფერარისთვის" სამწლიანი კონტრაქტი გააფორმა და მარანელოსთვის ძველი დიდების დაბრუნებას
აპირებს. წელს, იტალიურმა საჯინიბომ 1993 წლის შემდეგ პირველად ვერ შეძლო სეზონში თუნდაც ერთი რბოლის მოგება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული