ამერიკელთა შორის ფორმულა-1 სულ უფრო პოპულარული ხდება

AutoSharing Option
ამერიკის შეერთებულ შტატებში შეიმჩნევა ფორმულა 1-ის პოპულარობის ზრდა. ამაზე მეტყველებს სატელევიზიო რეიტინგები, რომლებიც მნიშვნელოვნად აღემატება წინა წლების მაჩვენებლებს.

NBC-ის სატელევიზიო ქსელის არხებზე დაფიქსირდა ფორმულა 1-ის რბოლების ტრანსლაციების 30-პროცენტიანი ზრდა. მაგრამ საინტერესო ის არის, რომ ამერიკელები უფრო მეტად დაინტერესდნენ საკუთარი კლასიკური ჩემპიონატით - IndyCar-ით, რაც ასევე დადასტურებულია სტატისტიკური მაჩვენებლებით.

მაგრამ ეს საშუალო მაჩვენებელია, ბევრი რბოლის ტრანსლაციის რეიტინგი კი კიდევ უფრო მაღალი იყო.

გამოცემა Sporting News-ს ასეთი სტატისტიკა მოჰყავს: ფორმულა 1-ისა და IndyCar-ის რბოლების ნახევარზე მეტი, რომელიც NBCSN-ის საკაბელო ტელევიზიით გადაიცემოდა, 50
პროცენტზე მეტმა მაყურებელმა ნახა, ვიდრე 2013 წელს; ბაჰრეინის გრანპრიზე კი საერთოდ, სტატისტიკის სარეკორდო ზრდა იყო: ამ რბოლის ტელეაუდიტორია 197 პროცენტით გაიზარდა.

ეს ყველაფერი მეტყველებს ღია მანქანების სერიების პოპულარობის თანდათანობით ზრდაზე. თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ეს კატეგორია აშკარად აგებს ისეთ კლასიკურ ამერიკულ დისციპლინასთან, როგორიც არის NASCAR-ი. შედარებისთვის, ფორმულა 1-ისა და IndyCar-ის ყველა რბოლის ტრანსლაციას უფრო დაბალი რეიტინგი ჰქონდა, ვიდრე Indy 500-ის კვალიფიკაციას: 18 მაისს ამ მოვლენამ ეკრანებთან 1.5 მილიონი მაყურებელი შეკრიბა.

კიდევ ერთი შედარება: 2014 წელს NASCAR-ის სერიის რბოლებიდან ყველაზე ნაკლები ინტერესი აშშ-ში კენტუკის ეტაპმა გამოიწვია, რომელმაც შეკრიბა... 3.6 მილიონი მაყურებელი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული