ფორმულა 1: "რედ ბულს" ისევ ნიუი ააწყობს

AutoSharing Option
ავსტრიული საჯინიბოს, "რედ ბულის" შეფმა კრისტიან ჰორნერმა უარყო ინფორმაცია იმის შესახებ, თითქოს გუნდის ლეგენდარულ ინჟინერს, ადრიან ნიუის სულ უფრო ნაკლები გავლენა ექნება "რედ ბულში".

საქმე ისაა, რომ ნიუი სათავეში ჩაუდგება ავსტრიული კონცერნის ახალ დეპარტამენტს, რომელიც ამერიკული ბაზრის ათვისებით იქნება დაკავებული.

მიუხედავად ამისა, კრისტიან ჰორნერი ამტკიცებს, რომ ადრიანი კვლავაც მიიღებს მონაწილეობას საჯინიბოს შიდა პროცესებში. ეს აუცილებელიცაა, რადგან ამ სეზონში "რედ ბულმა" ყველა ფრონტზე წააგო "მერსედესთან"; აგრეთვე, დაკარგა მსოფლიოს ოთხგზის ჩემპიონი სებასტიან ფეტელი, რომელიც "ფერარიში" გააგრძელებს კარიერას.

"ის კვლავაც აქტიურად არის ჩართული
ჩვენს სამუშაოში. ადრიანი მონაწილეობს მომავალი წლის ბოლიდის დიზაინის შექმნაში და აუცილებლად ჩვენ გვერდით იქნება 2015 წელს", - განაცხადა ჰორნერმა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული