ფორმულა 1: "აუდი" დიდ ცირკში მიდის?

AutoSharing Option
დასავლურ პრესაში სულ უფრო აქტიურად ვრცელდება ჭორები გერმანული ავტოკონცერნის - "აუდის" ფორმულა 1-ში გამოჩენის შესახებ.

ახალი ჭორების ტალღა "ფერარის" ყოფილი შეფის, სტეფანო დომენიკალის გამო აგორდა. კერძოდ, იტალიელი სპეციალისტი შენიშნეს "აუდის" ბანაკში და როგორც ივარაუდეს, ეს ვიზიტი ემსახურებოდა V6-ის ტურბოძრავის შექმნის შესაძლებლობას კომპანიისთვის, რომელიც ფლობს კონცერნ "ფოლკსვაგენს".

გარდა ამისა, გაჩნდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ "ჰონდას", "ბრაუნ გრანპრის", BMW-სა და "უილიამსის" ყოფილი ტექნიკური დირექტორი იორგ ცანდერი პირველი იანვრიდან გახდება "აუდის" ტექნიკური განყოფილების შეფი.

შეგახსენებთ, რომ ფორმულა 1-ის ბოსი ბერნი ექლსტოუნი ამგვარ ჭორებს
უარყოფს და მას კვერს უკრავენ "ფოლკსვაგენის" სხვა ბრენდები.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული