ეტაპს სტარტი ბოლივიის პრეზიდენტმა უგო მორალესმა მისცა. ეს რბოლა ნამდვილი კოშმარი აღმოჩნდა საერთო ჩათვლის აწ უკვე ყოფილი ლიდერისთვის, ხოან ბარედოსთვის, რომელიც "ჰონდას" მოტოციკლით გამოდის. ესპანელს ეტაპის სტარტზევე შეექმნა ტექნიკური პრობლემები და ამის გამო ბარედომ დაახლოებით საათნახევარი დაკარგა, რითაც გამოეთიშა "დაკარის" მოგებაზე პრეტენდენტთა რიცხვს.
ბარედოს პრობლემებით კარგად ისარგებლა "დაკარის" ოთხგზის გამარჯვებულმა
ეტაპის გამარჯვებული კი, ადგილობრივი გულშემატკივრების გასახარად, KTM-ის მოტოციკლით მოასპარეზე ჩილელი პაბლო კინტანილია გახდა. მან 11 წამი მოუგო მეორე ადგილზე გასულ ესპანელ ხუან პედრედოს. კინტანილია საერთო ჩათვლაში მესამე ადგილზეა და კომასთან 11 წუთსა და 11 წამს აგებს.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"