2015 წლის ჩემპიონატში CNN-ის ლოგო განთავსდება ბრიტანული გუნდის ბოლიდის წინა ანტიფრთაზე, სეზონის მსვლელობისას კი ტელეკომპანიის ეთერში გავა "მაკლარენთან" დაკავშირებული რამდენიმე ტელეპროექტი.
"მაკლარენისა" და CNN-ის პარტნიორობა უნიკალურია, რადგან ის მოიცავს თანამშრომლობას რამდენიმე სფეროში. ჩვენ გაგვაერთიანა ახალი ტექნოლოგიებისადმი საერთო სიყვარულმა - ერთად განვახორციელებთ ახალ პროექტებს, რომელიც სცილდება ფორმულა 1-ის ფარგლებში თანამშრომლობას", - განაცხადა "მაკლარენის" პრეზიდენტმა და აღმასრულებელმა დირექტორმა რონ დენისმა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"