პირველ რიგში, ყურადღებას იპყრობს "ცხვირის" შეცვლილი ფორმა. ის აშკარად დამოკლებულია. გარდა ამისა, მნიშვნელოვნად არის შეცვლილი აეროდინამიკა.
გარდა ამისა, გუნდმა "ტვიტერზე" დაწერა, რომ ოთხშაბათს "უილიამსის" ბაზაზე პირველად აამუშავეს ახალი ძრავა, რომელიც უკვე დამონტაჟებულია ახალ მანქანაზე. მოკლედ, "უილიამსში" აქტიურად ემზადებიან პირველი ტესტების სერიისთვის.
* * *
გუშინ მექსიკის დედაქალაქ მეხიკოში შედგა ინდური საჯინიბოს, "ფორს ინდიას" მანქანის
ფერთა გამა მართლაც ახალია. კერძოდ, ინდოეთის დროშის ფერებიდან მხოლოდ ნარინჯისფერი ზოლები დარჩა, ხოლო დომინირებს - შავი და ვერცხლისფერი.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"