სიურპრიზი არ მომხდარა - გუნდში გადაწყვიტეს, ძველ ყაიდაზე დაერქვათ სახელი: SF15T. მასში გაერთიანებულია ბრენდ Scuderia Ferrari-ს ინიციალები, კალენდარული წლის ორი ციფრი და ინდექსი, რომელიც მიუთითებს ტურბოძრავის გამოყენებას.
Ferrari SF15 T-ს 1-ელ თებერვალს ექნება დებიუტი ტესტებში. ესპანეთის ხერესში პირველ დღეს საჭესთან სებასტიან ფეტელი დაჯდება.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"