ფორმულა 1: "ფორს ინდია" ვერ ასწრებს

AutoSharing Option
ინდური საჯინიბოს, "ფორს ინდიას" აღმასრულებელმა დირექტორმა ბობ ფარნლიმ განაცხადა, რომ გუნდმა, შესაძლოა, ვერ მოასწროს ახალი ბოლიდის მომზადება ბოლო ტესტების სერიისთვის. "ფორს ინდია" გეგმავდა ბარსელონაში 19 თებერვლისთვის ბოლიდის ჩაყვანას, მაგრამ საჯინიბოს წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ახალი შასი მხოლოდ 26 თებერვალს იქნება მზად.

"ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხია - რამდენ დღეს ვიმუშავებთ ტესტების მესამე სერიისას, - ამბობს ფარნლი. - მთლიანად გამოვტოვებთ მეორე სესიას, თუმცა ვგეგმავთ ძველი ბოლიდის გამოყენებას, რათა მცირე ხანი მაინც წავიმუშაოთ პილოტებთან და "პირელის" ახალ საბურავებთან. იმედია, ბოლო ტესტებს ახალი შასით დავიწყებთ,
თუმცა მასთან დაკავშირებით ბევრი სამუშაო გველოდება".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული